წყნარი ოკეანე
წყნარი ოკეანე - (ინგ. Pacific Ocean) (რუს. Тихий океан) ფართობით და სიღრმით ყველაზე დიდი ოკეანეა დედამიწაზე. მდებარეობს დასავლეთიდან ევრაზიისა და ავსტრალიის მატერიკებს, აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას, და სამხრეთიდან ანტარქტიდას შორის. წყნარი ოკეანე განფენილია დაახლოებით 15,8 ათას კილომეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით და 19,5 ათას კილომეტრზე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ზღვებთან ერთად მისი ფართობია 178,684მილიონი კმ2, საშუალო სიღრმე 3984 მ. წყნარი ოკეანის (და მთლიანად, მსოფლიო ოკეანის) უდიდესი სიღრმეა 10 994 მ (მარიანის ღარში). წყნარ ოკეანეზე, დაახლოებით 180-ე მერიდიანზე გადის თარიღის ცვლის ხაზი. წყნარი ოკეანის ფართობი თითქმის 30 მილიონი კმ2-ით აღემატება დედამიწის მთელი ხმელეთის ფართობს. ისტორია და ეტიმოლოგია პირველი ევროპელი, რომელმაც ოკეანის აღმოსავლეთ ნაპირი დაინახა, იყო ესპანელი კონკისტადორი ნუნიეს დე ბალბოა. 1513 წელს მან თავის თანამგზავრებთან ერთად გადასერა პანამის ყელი და გავიდა უცნობი ოკეანის ნაპირზე. ისინი ო...