ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო


პანდა დათვების ოჯახის ერთ-ერთი იშვიათი წევრია, რომელიც ამჟამად საფრთხის ქვეშ იმყოფება. დღედღეობით მისი მომავალი გაურკვეველია. ჩინეთის ეკონომიკა თანდათან ვითარდება, რის გამოც ამ სახეობას სულ უფრო მეტი ზიანი ადგება.
გიგანტური პანდები ჩინეთის მთიან რეგიონებში ბინადრობენ. იქ ბამბუკის ტყეებია, სიგრილე და სიმშრალე, ზუსტად ისეთი გარემო, როგორიც პანდებს უყვართ. ზაფხულის პერიოდში შეიძლება 4000 მ სიმაღლემდეც კი ავიდნენ. ერთ დროს მათი საბინადრო არეალი დაბლობი იყო, მაგრამ ტყეების გაჩეხვამ, ფერმერობის განვითარებამ და სხვა მოვლენებმა აიძულა ეს არსებები, მთებში გახიზნულიყვნენ.
გიგანტურ პანდას დაუოკებელი მადა აქვს ბამბუკის მიმართ. ტიპიური პანდა დღის ნახევარს ჭამაში ატარებს – 24 საათიდან დაახლოებით 12 საათს. ყოველდღიურად 12-13 კგ ბამბუკია საჭირო, რომ ეს სახეობა გაძღეს. ის ყოველთვის ხარბად წყვეტს ღეროებს წაგრძელებული მაჯის ძვლებით, რომლებიც თითების მაგივრობას უწევს. ზოგჯერ ჩიტებსა და მღრღნელებსაც ეტანება.

გიგანტური პანდა შავ-თეთრი დათვია, სხეულის აგებულებითაც ტიპიურ დათვს ჰგავს. ყურებზე, თვალების გარშემო, დრუნჩზე, მხრებზე, მკლავებსა და ფეხებზე, ზოგჯერ წელზეც, ბეწვი შავი ფერისაა, დანარჩენ ადგილებში კი – თეთრი. უცნობია, რატომ განუვითარდათ ასეთი შეფერილობა. მეცნიერთა ნაწილი გვთავაზობს თეორიას, რომ ასეთი გარეგნობით თოვლიან და კლდოვან ბუნებასთან კამუფლაჟს ახდენენ. სქელი ფუმფულა ბეწვი ეხმარება მას, შეინარჩუნოს სითბო ცივ არეალში. გიგანტურ პანდას მსხვილი წინა კბილები და ძლიერი ყბები აქვს, რათა ბამბუკის უხეში ტოტები ადვილად დაამსხვრიოს.
გიგანტური პანდა ზომით დაახლოებით ამერიკულ მურა დათვს უტოლდება. ოთხ ფეხზე დგომისას მხრებამდე მისი სიმაღლე 60-90 სმ-ია, სიგრძე კი – 1.2-1.8 სმ. მამრი მდედრზე უფრო მძიმეა, ველურ ბუნებაში მათი წონა 150 კგ-ს აღწევს, მდედრისა კი – 110 კგ-ს, ისიც იშვიათად. მეცნიერებისთვის უცნობია, რამდენ ხანს ცხოვრობს ეს არსება მთიან ადგილებში, თუმცა უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ტყვეობისას. ჩინურ ზოოპარკებში დაფიქსირებულია პანდები, რომლებმაც 35 წელი იცოცხლეს.
გველები
გველებზე, ალბათ, ბევრი ცუდი გსმენიათ... თუნდაც, ბიბლიის მაგალითი რომ ავიღოთ, გველი ედემის ბაღში ბოროტების განსახიერებაა. თუმცა, ბანალურ ფრაზას გეტყვით და ყველა გველი ერთნაირი არაა... ზოგიერთი მათგანი იმდენად საყვარელია, რომ დანახვისთანავე ქრება შიში.
თუმცა, დღეს მათზე არ ვისაუბრებთ. ჩვენმა უშიშარმა გუნდმა გადაწყვიტა შემოგთავაზოთ სტატია, რომლის გამოც ზურგზე ჟრუანტელი დაგივლით. ჩვენ ყველაზე საშიში გველების შესახებ მოგიყვებით. გთავაზობთ გაეცნოთ ტოპ 10 ყველაზე შხამიან გველს, რომელთაც დაინახავთ თუ არა, თავქუდმოგლეჯით გაიქეცით!
აღმოსავლეთის ყავისფერი გველი
შხამის ტოქსიკურობის მიხედვით ეს გველი ყველაზე შხამიან გველებს შორის მეორე ადგილს იკავებს. ამ ქვეწარმავლების ანგარიშზე ათასობით ადამიანის სიცოცხლეა.
ჩხრიალა გველი
ჩხრიალა გველები გველგესლასებრნთა ოჯახს მიეკუთვნებიან. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეწარმავლებს თავზე პატარა ჩაღრმავება აქვთ, რაც გამოარჩევს მათ თავიანთი მონათესავე სახეობებისგან. საფრთხის შეგრძნებისთანავე ეს გველები კუდის ქნევას იწყებენ, სადაც საჩხრიალე აპარატი აქვთ. მსხვერპლს თავს ესხმის წამის მეათედში
ჩხრიალა გველები გველგესლასებრნთა ოჯახს მიეკუთვნებიან. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეწარმავლებს თავზე პატარა ჩაღრმავება აქვთ, რაც გამოარჩევს მათ თავიანთი მონათესავე სახეობებისგან. საფრთხის შეგრძნებისთანავე ეს გველები კუდის ქნევას იწყებენ, სადაც საჩხრიალე აპარატი აქვთ. მსხვერპლს თავს ესხმის წამის მეათედში
სამეფო კობრა
ყველაზე დიდი შხამიანი გველი მსოფლიოში. ერთი წვეთი შხამი და მკვდარი ხართ! რთული დასაჯერებლია, თუმცა სამეფო კობრას შხამის ერთ პორციას 20 ადამიანის ან ერთი სპილოს მოკვლა შეუძლია.
ყველაზე დიდი შხამიანი გველი მსოფლიოში. ერთი წვეთი შხამი და მკვდარი ხართ! რთული დასაჯერებლია, თუმცა სამეფო კობრას შხამის ერთ პორციას 20 ადამიანის ან ერთი სპილოს მოკვლა შეუძლია.
Comments
Post a Comment