წყნარი ოკეანე



წყნარი ოკეანე - (ინგ. Pacific Ocean) (რუს. Тихий океан)
ფართობით და სიღრმით ყველაზე დიდი ოკეანეა დედამიწაზე. მდებარეობს დასავლეთიდან ევრაზიისა და ავსტრალიის მატერიკებს, აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას, და სამხრეთიდან ანტარქტიდას შორის.
წყნარი ოკეანე განფენილია დაახლოებით 15,8 ათას კილომეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით და 19,5 ათას კილომეტრზე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ზღვებთან ერთად მისი ფართობია 178,684მილიონი კმ2, საშუალო სიღრმე 3984 მ. წყნარი ოკეანის (და მთლიანად, მსოფლიო ოკეანის) უდიდესი სიღრმეა 10 994 მ (მარიანის ღარში). წყნარ ოკეანეზე, დაახლოებით 180-ე მერიდიანზე გადის თარიღის ცვლის ხაზი. წყნარი ოკეანის ფართობი თითქმის 30 მილიონი კმ2-ით აღემატება დედამიწის მთელი ხმელეთის ფართობს. 
Image result for წყნარი ოკეანე

ისტორია და ეტიმოლოგია
პირველი ევროპელი, რომელმაც ოკეანის აღმოსავლეთ ნაპირი დაინახა, იყო ესპანელი კონკისტადორი ნუნიეს დე ბალბოა. 1513 წელს მან თავის თანამგზავრებთან ერთად გადასერა პანამის ყელი და გავიდა უცნობი ოკეანის ნაპირზე. ისინი ოკეანის იმ ყურესთან მივიდნენ, რომელის სამხრეთისკენ იყო გახსნილი, ამიტომ ნუნიეს დე ბალბოამ მას სამხრეთის ზღვა უწოდა.
1520 წლის 28 ნოემბერს ღია ოკეანეში გავიდა ფერნან მაგელანი. მან 3 თვესა და 20 დღეში გადასერა ოკეანე ცეცხლოვანი მიწიდან ფილიპინების კუნძულებამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში წყნარი ამინდი იყო, ამიტომაც მაგელანმა ოკეანეს წყნარი ოკეანე დაარქვა.
1753 წელს ფრანგმა გეოგრაფმა ჟ. ნ. ბიუაშმა შესთავაზა მისთვის, როგორც ოკეანეებიდან ყველაზე დიდისთვის, დიადი ოკეანე ეწოდებინათ. მაგრამ ამ სახელმა ვერ მოიპოვა საყოველთაო აღიარება და მსოფლიო გეოგრაფიაში გაბატონებული რჩება სახელი წყნარი ოკეანე. ინგლისურენოვან ქვეყნებში ოკეანეს უწოდებენ Pacific Ocean.
1917 წლამდე რუსულ რუკებზე იხმარებოდა სახელი წყნარი ზღვა (1833) და აღმოსავლეთის ოკეანე, რომელიც ტრადიციულად შემორჩა რუსი მოგზაურების ოკეანესთან გასვლის დროიდან.
ასტეროიდ (224) ოკეანას სახელი წყნარი ოკეანის საპატივცემულოდ დაერქვა.





Comments

Popular posts from this blog

ზვიგენები

ცხოველთა სამყარო